Accentnews.ge
რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არ ეძლევათ

რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არ ეძლევათ

08/05/2023 10:37:31 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობიდან" გასულ დეპუტატებს რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არ ეძლევათ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დეპუტატებს შესახამის ინიციატივაზე უარი განუცხადა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, "პოლიტიკური ჯგუფების შექმნის უფლება აქვთ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში ერთი პარტიის სიით მოხვდნენ და შემდეგ პარტია დატოვეს, მაგრამ ეს შესაძლებლობა, არსებული რეგლამენტით, არ ვრცელდება საარჩევნო ბლოკის სიით გასულ იმ დეპუტატებზე, რომელთა პარტიასაც პარლამენტში ფრაქცია აქვს შექმნილი, - პარლამენტში საარჩევნო ბლოკით გასულ დეპუტატებს ცალკე, დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბება არ შეუძლიათ".

ამ ეტაპზე პარლამენტში ორი ახალი პოლიტიკური ჯგუფი რეგისტრირდება: ჯგუფი "საქართველოსთვის" და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალა". ორივეს წევრი დეპუტატები თავის დროზე პარლამენტში პარტია "ქართული ოცნების" სიით გავიდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S