Accentnews.ge
ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ქართულად მიულოცა ევროპის დღე

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ქართულად მიულოცა ევროპის დღე

09/05/2023 07:40:25 პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მიულოცა ევროპის დღე, რომელიც 9 მაისს აღინიშნება. ჰერჩინსკის ქართულენოვანი ვიდეომილოცვა ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა.

9 მაისი ევროკავშირის დაბადების დღედ ითვლება. 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა გამოაცხადა დასავლეთ ევროპის ქვეყნების ნახშირის და ფოლადის მრეწველობის გაერთიანების ინიციატივა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირის შექმნას.

საქართველო უკვე წლებია ევროპის დღეს აღნიშნავს. როგორც ელჩი ჰერჩინსკი აცხადებს, წელს საქართველო ევროპის დღეს ხვდება ევროპული პერსპექტივით, რაც დიდი წარმატებაა:

„შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე! გილოცავთ ევროპის დღეს!“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S