Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ სოციალისტებზე: გვექნება მსჯელობა, შეიძლება, იმაზე ადრე, ვიდრე თვითონ შეიკრიბებიან

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ სოციალისტებზე: გვექნება მსჯელობა, შეიძლება, იმაზე ადრე, ვიდრე თვითონ შეიკრიბებიან

09/05/2023 08:07:53 პოლიტიკა

თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში - ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას არის მიუღებელი. თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია, ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ მათთან თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამის თაობაზე იქნება მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში.

„ამის თაობაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და ჩვენ პარტიასთან უკვე დავიწყეთ დიალოგი და კონსულტაციები პარტიის შიგნით. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა: ზოგიერთმა დაპოსტა თუ გამოაქვეყნა განცხადება, რომ იმის გამო, რომ მე მივიღე კონსერვატიულ მოძრაობაში, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის და ძალიან ბევრი პრეზიდენტი, მათ შორის, პრეზიდენტი რეიგანი იყო პირველი სპიკერი ამ კონფერენციის, თურმე ეს არის მიუღებელი მათთვის, თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და რომ მიუღებელია ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას. თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია. ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ მათთან თანამშრომლობას“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: 4 მაისს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში გამართულ კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მიიღო მონაწილეობა. მან ისაუბრა, რომ "მტრული ძალები საქართველოში ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“.

დაახლოებით 20-წუთიან გამოსვლაში პრემიერმა თქვა, რომ „საქართველო ფლობს სუპერძალას“ და დასძინა, რომ ეს სუპერძალა არის “რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები. სწორედ ამ ძალთა გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და ყალბი სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას”.

ამასთან, მან დაგმო „ლგბტქ+ პროპაგანდა“ და „თავსმოხვეული ინოვაციები“, „ბავშვებისთვის გენდერის შეცვლის პროცედურის დაკანონება“. საქართველოს პრემიერის თქმით, ისინი ცდილობენ, დაავიწყებინონ ხალხს „ოჯახი და რწმენა, რადგან ფესვების არმქონე ადამიანის გაკონტროლება უფრო მარტივია“.

მოგვიანებით, "ევროპელი სოციალისტების პარტიამ", რომლის დამკვირვებელი წევრიცაა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ხსენებულ კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა დაგმო და აღნიშნა, რომ ივნისში დაგეგმილ სამიტზე "ოცნების" წევრობის სტატუსის საკითხს გადახედავდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S