Accentnews.ge
ანა წითლიძე: „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობაში პირადად უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არიან ჩართული"

ანა წითლიძე: „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობაში პირადად უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არიან ჩართული"

09/05/2023 11:39:21 პოლიტიკა

„ქოლ-ცენტრების“ საქმიანობაში პირადად უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არიან ჩართული, - ამის შესახებ პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, ხელისუფლება თავის დაზღვევას ისრების გადატანის გზით ცდილობს.

„ქოლ-ცენტრების“ საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიას ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცეს. „ქართული ოცნების“ ინტერესებში საგამოძიებო კომისიის შექმნა ნამდვილად არ შედის, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ამ ქვეყანაში „ქოლ-ცენტრების“ ბიზნესს თავიდან ბოლომდე უჩა მამაცაშვილი მფარველობს და მასში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები არიან ჩართული", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S