კალაძე: "თუ განსხვავებული მოსაზრება გაქვს, მაშინვე „რუსეთუმეს“ იარლიყს მოგაკერებენ"
09/05/2023 13:39:53 პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე რეპერ „მასტერის” შესახებ საუბრობს.
"ჩვენ ხომ ვიცით, რომ თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე არის მცდელობა, მოგაკერონ „რუსეთუმეობა“.
ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იგივეს აკეთებდნენ, ახალი არაფერი ხდება. თქვენ რა, არ გახსოვთ, მომღერალს ან რომელიმე ხელოვანს თუ ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება, მოკვეთილი იყო ყველაფრიდან? ხომ არ დაგვავიწყდა ეს რეალობა? დღეს იგივეს აკეთებენ, უბრალოდ ბერკეტები არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ.
შეიძლება, საკუთარ ტელევიზიაში არ დაპატიჟონ, დააბულინგონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, სახლში მიუცვივდნენ და ასე შემდეგ. ესენი არიან ჩამოყალიბებული ფაშისტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რეპერმა „მასტერმა” სიმღერა ჩაწერა, სადაც სამთავრობო ნარატივებს იმეორებს.


