შარლ მიშელი – საქართველოს მოქალაქეებს: "თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია"
09/05/2023 17:04:10 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ "საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს მკაფიო არჩევანი და სწორედ ამიტომ, მათი მომავალი ადგილი ევროპულ ოჯახშია". ამის შესახებ მან ევროპის დღესთან დაკავშირებით ღონისძიების დაწყებამდე ქართველი ხალხისადმი ვიდეო-მიმართვისას განაცხადა.
"ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, ძვირფასო პრეზიდენტო ქალბატონო სალომე ზურაბიშვილო, დღეს გახლავთ ევროპის დღე, რომელიც პირველად აღინიშნება საქართველოში მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის და სწორედ ამიტომ, თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. გისურვებთ ბედნიერ ევროპის დღეს", – განაცხადა მიშელმა.
თბილისში, ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ინიციატივით კონცერტი „ევროპისათვის“ იმართება.


