Accentnews.ge
ილია დარჩიაშვილი: "საქართველო რჩება იმ პოლიტიკის ერთგული, რომელიც საერთაშორისო სანქციებს ეხება"

ილია დარჩიაშვილი: "საქართველო რჩება იმ პოლიტიკის ერთგული, რომელიც საერთაშორისო სანქციებს ეხება"

10/05/2023 15:58:37 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო დარჩება იმ პოლიტიკის ერთგული, რომელიც საერთაშორისო სანქციებს ეხება.

მინისტრი ირწმუნება, რომ საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან:

„საქართველო რჩება იმ პოლიტიკის ერთგული, რომელიც საერთაშორისო სანქციებს ეხება და ამ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომების, გენერალურ სანქციების, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია.

რაც შეეხება ორმხრივ ფორმატში არსებულ სანქციებს, ამაზე ცალსახად ითქვა და ეს არის ვაჭრობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩრდილოეთ მეზობელთან – ეს ვაჭრობა აქტუალურია, დღეს მიმდინარეობს. შესაბამისად, საქართველო ძალიან ღიად და ტრანსპარანტულად ახორციელებს ყველა სავაჭრო ოპერაციას და ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის აქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.

ჩვენი დამოკიდებულება სანქცირებულ ტვირთებთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო ცალსახა და უფრო მეტიც, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმისთვის, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდეს“.

კითხვაზე, თუკი ფრენებს სანქცირებული კომპანია “აეროფლოტი” შეასრულებს, როგორ მოემსახურება საქართველო რეისს, მინისტრი პასუხობს, რომ მოცემულ მომენტში არ შეუძლია ტექნიკურ საკითხზე აქცენტის გაკეთება:

„ტექნიკურ საკითხებზე ვერ ვისაუბრებ. ამ მოცემულ მომენტში არ შემიძლია, რამე ტექნიკურ საკითხზე გავაკეთო აქცენტი".

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილა.

"დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეებში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს სანქციების შესაძლო დაწესების გამო იმ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის. ქართველი ხალხისთვის, მაღალი ალბათობით, ისაა უმჯობესი, რომ პუტინმა თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებული 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა ან სავიზო რეჟიმის შეცვლა" - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ "აქცენტისთვის" მოწოდებულ ოფიციალურ კომენტარში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S