"იმედის" დაკვეთით ჩატარებული GORBI-ს კვლევა: "ოცნება" – 53%, ენმ –19%,
11/05/2023 07:03:44 პოლიტიკა
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 53% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი - 19%.
დანარჩენი პარტიების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
"ლელო" = 4 %
"გირჩი - მეტი თავისუფლება" - 3 %
"ლეიბორისტული პარტია" - 3 %
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 2 %
"სტრატეგია აღმაშენებელი" - 2 %
"ევროპული საქართველო" - 2%
"საქართველოსთვის" - 2 %
"მოქალაქეები" - 2 %
"ახალი პოლიტიკური ცენტრი" - გირჩი 1 %
სხვა პარტიები - 7 %
კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 22 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევით ქვეყნისა და თბილისის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წესით საქართველოს 2026 მოქალაქე გამოიკითხა. 59 %, ანუ 1212 რესპონდენტი სავარაუდო ამომრჩეველია, რომელიც, სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ 2 შეკითხვაზე პასუხისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონეთა თვითგაცხადებული ხმის მიცემის ისტორიის მიხედვით გამოვლინდა,
"ცდომილების ზღვარი: ქვეყნის მასშტაბით რიგითი მოქალაქეების გამოკითხვის შემთხვევაში - +/- 2.2%-ია. ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო ამომრჩევლის შემთხვევაში - +/- 2.9%-ი. -0:01 ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.


