Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი: საქართველოს მოქალაქეებისთვის ახლა არის მორიგი მომენტი, როცა გვმართებს დავაფიქსიროთ, სად დგას დღეს ქართული საზოგადოება

ანა ნაცვლიშვილი: საქართველოს მოქალაქეებისთვის ახლა არის მორიგი მომენტი, როცა გვმართებს დავაფიქსიროთ, სად დგას დღეს ქართული საზოგადოება

11/05/2023 10:38:42 პოლიტიკა

„ლელოს“ წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებებს საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე და აცხადებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ახლა არის მორიგი მომენტი, როცა გვმართებს დავაფიქსიროთ, სად დგას დღეს ქართული საზოგადოება.

„ის, რაც გუშინ გააკეთა პუტინმა არ დადის მხოლოდ ვიზამდე და ფრენებამდე, ეს არის საქართველოს როგორც რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ქვეყნის და რუსეთის გავლენის სფეროდ მონიშვნა. ეს არის მკაფიო გზავნილი დასავლეთისთვის, ცივილიზებული სამყაროსთვის, რომელიც უპირდაპირდება რუსეთს როგორც აგრესორს და გენოციდის ჩამდენს. [...] რუსეთმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩემიანიაო. [...] ჩვენ გვმართებს დავაფიქსიროთ, სად დგას დღეს ქართული საზოგადოება. მილიონი ქართველის სახელით ვაჭრობას დაანებოს თავი ხელისუფლებამ. მაშინ მე მათ ვუსვამ კითხვას, მათი ხელისუფლების ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობებში, სად არის საქართველოში შექმნილი სამუშაო ადგილები, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ? ამიტომ დაანებონ თავი უნიჭო სპეკულაციებს”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის: 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S