კელი დეგნანი: მმართველი პარტიისგან IRI-სთან დაკავშირებით შემაშფოთებელი ტყუილები ვრცელდება
11/05/2023 11:25:31 პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მმართველი პარტიისგან IRI-სთან დაკავშირებით შემაშფოთებელი ტყუილები ვრცელდება.
"მინდა, გავაკეთო განცხადება იმ მართლაც შემაშფოთებელ ტყუილებთან დაკავშირებით, რაც ვრცელდება IRI-თან დაკავშირებით მმართველი პარტიისა და მათთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ, მედია-არხების საშუალებით. IRI არის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მხარს უჭერს განვითარებას, მრავალპარტიულ დემოკრატიას და ამას აკეთებს უკვე 20 წელია. ეს მხარდაჭერა ასევე მიმართულია მმართველი პარტიის მიმართ – ამ პარტიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი არის IRI-ის პროგრამებისა და კურსების კურსდამთავრებული და ასეთი ქმედება ნამდვილად აჩენს კითხვებს, თუ რატომ ხდება თავდასხმა ამ შემთხვევაში, ამ ორგანიზაციებზე, მათ საქმიანობე, ახალგაზრდებზე, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროექტებში, დამოუკიდებელ კვლევებზე და გამოკითხვებზე, რომელიც არის ძალიან მნიშნელოვანი ინსტრუმენტი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც იღებენ ინფორმაციას, საჭიროებებს საზოგადოებაში აღნიშნული კვლევებით. ამ ორგანიზაციებს – IRI-ს და NDI-ს მხარს უჭერს ამერიკის კონგრესი და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას. ახალგაზრდები, ვინც მონაწილეობენ პროცესებში, არიან ისინი, ვისაც სურთ, რომ წვლილი შეიტანონ საკუთარი ქვეყნის განვითარებაში, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში მშვიდობიანად და კონსტრუქციულად, შესაბამისად, დადებითი წვლილი შეიტანონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ქვეყნის უკეთეს მომავალში. ამდენად, აშშ მხარს უჭერს IRI-სა და NDI-ს, კონგრესი მხარს უჭერს ამ ორგანიზაციებს და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას", - განაცხადა ელჩმა.


