Accentnews.ge
კობახიძე – საქართველოსადმი სავარაუდოდ "ვაგნერელების" მუქარაზე:  “აშკარად დადგმული პროვოკაციაა”

კობახიძე – საქართველოსადმი სავარაუდოდ "ვაგნერელების" მუქარაზე:  “აშკარად დადგმული პროვოკაციაა”

11/05/2023 13:28:52 პოლიტიკა

“აშკარად დადგმული პროვოკაცია” – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც პირები, რომლებიც თავს „ვაგნერელებს“ უწოდებენ, შეურაცხყოფენ საქართველოს დროშას და იმუქრებიან, „შემდეგი თქვენ იქნებით, ქართველები“.

„ეს იყო აშკარად დადგმული პროვოკაცია. ასეთ პროვოკაციებზე კომენტარებს შეგნებულად არ გავაკეთებთ. დეტალებში არ შევალ, მაგრამ თქვენ იხილეთ არაერთი დადგმული პროვოკაცია კონკრეტული სუბიექტების მხრიდან. არ მინდა ამ დეტალებში შევიდე, როდესაც ნიღბიანები, ვინც შეიძლება იყოს ნებისმიერი სუბიქეტი, გამოდიან და პროვოკაციულ განცხადებას აკეთებენ. ჯერ მოიხსნან ნიღბები და მერე გავაკეთებთ კომენტარებს“, – უპასუხა მან თემის ირგვლივ დასმულ კითხვას.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ხომ არ მიანიშნებს იგი ქართველების დადგმულ პროვოკაციაზე, კობახიძემ უარყოფითად უპასუხა.

ვიდეოზე ორი ნიღბიანი პირი ჩანს. მათგან ერთს ხელში საქართველოს დროშა უჭირავს, მეორეს – ევროკავშირის.

ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ბრძოლაში გაანადგურეს ქართველები და მათი დროშები იპოვეს.

“იცით, რას ვუშვებით იმ ქვეყნების დროშებს, ვინც ჩვენს დროშას აყენებს შეურაცხყოფას? უყურეთ და იცოდეთ, რომ შემდეგი თქვენ იქნებით“, – ამბობს ერთ–ერთი და შეურაცხყოფს საქართველოს დროშას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S