Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "შარშან გაგანია ომის დროს რუსეთს ევროკავშირიდან ბიუჯეტში სუფთა შემოსავლების სახით 270 მილიარდი დოლარი შეუვიდა"

ღარიბაშვილი: "შარშან გაგანია ომის დროს რუსეთს ევროკავშირიდან ბიუჯეტში სუფთა შემოსავლების სახით 270 მილიარდი დოლარი შეუვიდა"

11/05/2023 14:58:50 პოლიტიკა

"ევროკავშირში რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, ბლოკი რუსეთთან დღემდე ვაჭრობს და რასაც ის 4 დღეში ვაჭრობს, ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვვაჭრობთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან მაქსიმუმ, ერთი მილიარდი დოლარია".

„ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის დაახლოებით 1 მლრდ დოლარი, მაქსიმუმს ვამბობ. ახლა რა ხდება ევროპის შემთხვევაში, დღეს მე ერთი განცხადება მოვისმინე ევროკავშირის წარმომადგენლის და მინდა, საზოგადოებას ავუხსნა, რასაც ევროკავშირი 4 დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში. შარშან აბა თუ იცის ჩვენი საზოგადოების ნაწილმა რამდენი იყო, რამდენი შეადგინა სავაჭრო ბრუნვამ? 270 მლრდ დოლარი, თითქმის 300 მლრდ დოლარი შეუვიდა შარშან გაგანია ომის დროს რუსეთს ბიუჯეტში სუფთა შემოსავლების სახით, საიდან? - ევროკავშირისგან", – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მმართველი პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკით ხელმძღვანელობს:

"ჩვენ პატარა ქვეყანამ ამდენი გამოწვევებით, 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი გვიდგას აქ, ჯერ კიდევ ასეთი პრობლემები გვაქვს, რაც დაინგრა ეს საბჭოთა კავშირი და მას შემდეგ უამრავი ომი და უბედურება გადავიტანეთ, სამოქალაქო ომები და ომები შიგნით, ხალხმა ვეღარ ამოისუნთქა. ესაა ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის საჭირო ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკას, ესაა სტრატეგიული მოთმინების გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ესაა ჩემი, თქვენი, მე მჯერა, ყველას მიზანი და ოცნება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S