Accentnews.ge
პრემიერი: "ვისაც ჩვენი ხალხის დაჩაგრვა უნდა, მათ ათმაგად მივუზღავთ"

პრემიერი: "ვისაც ჩვენი ხალხის დაჩაგრვა უნდა, მათ ათმაგად მივუზღავთ"

11/05/2023 15:31:53 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტში "ქართული ოცნების" პარტნიორ „ევროპელი სოციალისტების პარტია" "ქართველი ხალხის ჩაგვრაში" ადანაშაულებს.

„ევროპელი სოციალისტების გაერთიანებაში ჩვენ 2015 წლიდან ვართ არა წევრის, არამედ დამკვირვებლის სტატუსით. ჯერ 8 წელი დამკვირვებელი იყო, რა უბედურებაა, მაგრამ გვერდზე გადავდოთ ეს საკითხი. ეს პარტია ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო იდეოლოგიურ ნაწილში, მათ პოლიტიკაში, მათ განცხადებებში, მათ მხარდაჭერაში. ნული მხარდაჭერა. სამარცხვინო და უსამართლო რეზოლუციები, რომ მიიღო ევროპარლამენტმა და ჩაგვიწერეს, რომ თურმე ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრობლემას წარმოადგენს, კაცი, რომელმაც ეს მშვიდობა მოიტანა და ქვეყანა გადაარჩინა და კაცი, რომელმაც ოკუპაცია მოუტანა ქვეყანას, რუსის ჯარი დააბრუნა და ათასი უბედურება დამართა ქართველ ხალხს, აწამა, გააუპატიურა და დატანჯა, თურმე ეს არის უსამართლობა, ასეთ უმსგავსო რეზოლუციას დაუჭირეს მხარი 30%-მა. მაშინ გაჩნდა პირველი ბზარი და მანამდეც დაწყებული იყო. დაწერეს იქვე გვარამია, კეზერაშვილი, მძარცველი კაცი, რომელმაც მთელი ევროპა გაუძარცვა, პენსიონერები გაძარცვა და კიდევ კეზერაშვილს იცავენ და კიდევ ერთი ფაქტი მინდა მოგიყვანოთ. ვინ იყო ინიციატორი ამ ანტიქართული რეზოლუციის? – IPP, ანუ ამ „ნაცმოძრაობის“ პარტია. მაშინ, როდესაც ევროპას უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება და ჩვენთვის უნდა მიენიჭებინა სტატუსი, რეალურად ანტისაწინააღმდეგო რეზოლუციას დაუჭირა მხარეს მხარი.

მე წავედი ამერიკული რესპუბლიკური პარტიის შეკრებაზე უნგრეთში, სადაც ამერიკის პრეზიდენტები და კონგრესმენები დადიან და დაგმეს ჩემი მონაწილეობა, ორი განცხადება მიუძღვნეს, რომ როგორ გავბედე თურმე, თქვეს, რომ ანტილგბტ ფრაზები გამოიყენეო. უკაცრავად მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა - კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ ამის გამო მათ უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ - კარგად იყვნენ, წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ სხვა პარტიებთან გვექნება კონსულტაციები, სხვა პარტიებთან დავპარტნიორდებით. ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრდა ჩვენ ათმაგად მივუზღვევთ მათ, ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი“, - განაცხადა პრემიერმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტში მისი პარტნიორი „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ (PES) დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის: 4 მაისს „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ (PES) უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის ფაქტი დაგმო და განაცხდა, რომ ივნისში დაგეგმილ პარტიის სხდომაზე "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის საკითხს გადახედავდა.

8 მაისს PES–ს ვიცე–პრეზიდნტმა კეტი პირიმ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკურ გაერთიანებაში "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S