Accentnews.ge
ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი

ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი

11/05/2023 18:46:26 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ "სადღესიოდ პარტიის მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„პარტიამ დაკარგა სოლიდურობა, პერსპექტივა და ზრდის პოტენციალი. პარტია ემსგავსება „ქართულ ოცნებას“ იმ მოდელით, რომელიც მათ აქვთ აპრობირებული. ეს არის კლანური მმართველობა, კაპიტალით მმართველობა, ფინანსური სახსრებით მმართველობა. ეს არ არის ის, რისთვისაც იბრძოდა და იბრძვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. არაფორმალური მმართველობა თითქოს აკადემიურად ჟღერს, მეორე არის კლანური მმართველობა, რომელიც მძაგს. [...] ბევრი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ დაპირისპირება პარტიაში გამოიწვია მხოლოდ და მხოლოდ თავმჯდომარეობის არჩევნებმა, სინამდვილეში ასე არ არის. უდროოდ მოინდომეს არჩევნების ჩატარება. მე მივიღე ეს გამოწვევა, დემოკრატიული წესი შევიმუშავეთ, დემოკრატიული წესით ჩატარდა არჩევნები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პროცესი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, იყო დემოკრატიული, თავისი ყველა მანკიერებით. იყო ფარული ჩანაწერები, ფულის შრიალი და ა.შ. ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, ეს იყო პარტიული გადატრიალება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საკუთარ თავში ძალა ვიპოვე, არჩვენების შედეგების გამოცხადებისთანავე ჩავატარე ბრიფინგი და გამარჯვებულს ვუსურვე, რომ პარტია ემართა სიმართლითა და ღირსებით“, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ახალმა გუნდმა ნახევარი პოლიტიკური პარტიის იგნორირება მოახდინა.

„გააუქმეს ორგანო, რომელიც მარტის თვეში უნდა არჩეულიყო და მეც გამომაგდეს. ეს იყო უნებლიე შეცდომა? ეს იყო განზრახ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა ეს დავალება ლევან ხაბეიშვილს მისცეს და მან შეასრულა ნოტარიუსის ფუნქცია, აქ გაჩნდა კრიზისი. რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა, აწყობდა „ქართულ ოცნებას“. ზურაბ ადეიშვილი საარჩევნო პროცესებში ისე იყო ჩართული, რა დოზითაც მერაბიშვილი, კეზერაშვილი და დღეს ეს პარტია თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტიის მართვის ბერკეტებს, არის კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი თავიდან ბოლომდე თხემით ტერფამდე ჩართული იყვნენ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S