Accentnews.ge
თაზო დათუნაშვილი - „ქართული ოცნება“ მთელ ჩვენს ეკონომიკას რუსეთის ჩრდილქვეშ აქცევს

თაზო დათუნაშვილი - „ქართული ოცნება“ მთელ ჩვენს ეკონომიკას რუსეთის ჩრდილქვეშ აქცევს

12/05/2023 08:39:52 პოლიტიკა

„ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ყოვლისმომცველს ხდის ჩვენს ურთიერთობას რუსეთთან და მთელ ჩვენს ეკონომიკას რუსეთის ჩრდილქვეშ აქცევს.

„მხოლოდ 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაზრდილია 61%-ით. ტრადიციულ სექტორებში, როგორიცაა ღვინო და ფეროშენადნობები მატება საშუალოდ, 40-50%–ია. ამ სექტორებს ემატებათ ახალი საექსპორტო პოზიციები, მაგალითად, მსუბუქი ავტომობილები. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი სეგმენტი უჭირავს ისეთ პროდუქტს, როგორიცაა სპირტიანი სასმელები (ვისკი, ბრენდი, ტეკილა და სხვა), რომელთა გატანაც 160%- ით გაიზარდა, ამ უკანასკნელის ზრდა პრემიუმ სეგმენტის დასავლური სასმელების რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა. ეს მაჩვენებლები საგანგაშოა და ერთდროულად ორი დასკვნის საშუალებას იძლევა: ერთის მხრივ, იმის, რომ საქართველოს მთავრობა ცეცხლს ეთამაშება რუსეთში სანქცირებული ტვირთის შეტანაში თანამონაწილეობით და მეორეს მხრივ, იმის, რომ ქართული ექსპორტი მიზანმიმართულად სრულად ხდება დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. ჩვენ რუსებს ფაქტობრივად ვუბრუნებთ ჩვენი საზოგადოების ყოველდღიური ყოფით მანიპულირების საშუალებას. ამას კი კარგად ვიცით, რომ არაფერი კარგი არ მოუტანია.

რაც შეეხება იმპორტს, რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამოკიდებულების კუთხით უმძიმესი ვითარება გვაქვს. რუსულმა საწვავმა საქართველოს ბაზრის 70% დაიპყრო, ხოლო საქართველოში იმპორტირებული ხორბლის თითქმის100% რუსული წარმოშობისაა. საქართველოში უკვე მძლავრ ინტერესთა ჯგუფს წარმოადგენს 100 000 ემიგრირებული რუსი, რომელსაც უკვე 15 000-ზე მეტი კომპანია აქვთ დარეგისტრირებული ჩვენს ქვეყანაში", – აცხადებს თაზო დათუნაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S