Accentnews.ge
გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: "სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არაა ევროპული ოცნება"

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: "სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არაა ევროპული ოცნება"

12/05/2023 11:33:51 პოლიტიკა

გერმანიის პარლამენტის, ბუნდესთაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტში მისი პარტნიორი პარტიის „ევროპელი სოციალისტების გაერთიანების“ (PES) რიგების დატოვების თაობაზე "აღმაშფოთებელს" უწოდებს.

როთის თქმით, "PES-ის "იდეოლოგიური ტრანსფორმაცია" არ მომხდარა და სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" არ არის ევროპული ოცნება”.

“აღმაშფოთებელია! არანაირი PES-ის „იდეოლოგიური ტრანსფორმაცია“ არ მომხდარა. "სოციალ-დემოკრატია" ყოველთვის და ყველგან თავისუფლების, ადამიანის უფლებების, სამართლიანობის ერთგულია! სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ არის ევროპული ოცნება“, – წერს როთი სოციალურ ქსელში.

11 მაისს ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტში მისი პარტნიორი „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ (PES) დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის: 4 მაისს „ევროპელი სოციალისტების" პარტიამ (PES) უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ივნისში დაგეგმილ პარტიის სხდომაზე "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის საკითხს გადახედავდა.

8 მაისს PES–ს ვიცე–პრეზიდნტმა კეტი პირიმ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკურ გაერთიანებაში "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S