Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევნები 20-21 მაისს გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევნები 20-21 მაისს გაიმართება

15/05/2023 08:02:20 პოლიტიკა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლანა ღვინჯილიას განცხადებით, პარტიაში ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულებულია.

"წალენჯიხის, წყალტუბოს, ქუთაისის, მარნეულისა და ახალქალაქის საარჩევნო ოლქებში, სადაც არჩევნები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებში გაიმართება, ამომრჩეველთა რეგისტრაცია, როგორც ელექტრონული, ისე არაელექტრონული ფორმით მიმდინარეობდა. საბოლოო მონაცემებით, ზემოხსენებულ ხუთ საარჩევნო ოლქში გასამართ, რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევნების კენჭისყრაში, ამომრჩევლად მონაწილეობის სურვილი 9543 პირმა გამოთქვა. კომისიამ გაითვალისწინა ამომრჩეველთა მაღალი ინტერესი და ასევე, კანდიდატების თხოვნა და არჩევნები არასამუშაო დღეებში გაიმართება. კერძოდ: წყალტუბო - 20 მაისი; ქუთაისი - 20 მაისი; ახალქალაქი - 20 მაისი; წალენჯიხა - 21 მაისი; მარნეული - 21 მაისი“, - განაცხადა ლანა ღვინჯილიამ.

როგორც მან აღნიშნა, ამომრჩეველთა სიები საბოლოოდ საარჩევნო კომისიის მიერ 2023 წლის 14 მაისიდან 2023 წლის 17 მაისის ჩათვლით დაზუსტდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S