Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: "საკითხავი ისაა, თუ რატომ აძლევს პუტინი ამ "საჩუქარს" საქართველოს ახლა"

აშშ–ის ელჩი: "საკითხავი ისაა, თუ რატომ აძლევს პუტინი ამ "საჩუქარს" საქართველოს ახლა"

15/05/2023 08:50:49 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ გააუქმა რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა.

ამერიკელი დიპლომატი კვლავ იმეორებს, რომ ქართველები უფრო კმაყოფილები იქნებოდნენ, მოსკოვს ჯარები რომ გაეყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან წაეღო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება.

"ჩემთვის გასაგებია ის შეშფოთება, რომელსაც ბევრი ქართველი გამოხატავს პირდაპირი ფრენების გახსნასა და სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით, საკითხავი ის არის, თუ რატომ აძლევს პუტინი ამ "საჩუქარს" საქართველოს ახლა. ვფიქრობ, ქართველები გაცილებით უფრო კმაყოფილები იქნებოდნენ, მას ჯარები რომ გაეყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან წაეღო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება" - აცხადებს დეგნანი.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ.

პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები შესაძლოა, 16 მაისიდან განახლდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S