Accentnews.ge
პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნების“ „დამსახურებით“ შეიძლება, გავფრინდეთ პირდაპირ რუსულ ჭაობში, მაგრამ ჩაგვეკეტება კარი ევროპისკენ"

პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნების“ „დამსახურებით“ შეიძლება, გავფრინდეთ პირდაპირ რუსულ ჭაობში, მაგრამ ჩაგვეკეტება კარი ევროპისკენ"

15/05/2023 10:07:15 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ „დამსახურებით“ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება, პირდაპირ რუსულ ჭაობში გაფრინდნენ, მაგრამ კარი ევროპისკენ ჩაეკეტებათ".

„რუსეთში ფაქტობრივად, არ არსებობს კომპანია და თვითმფრინავი, რომელიც არ არის სანქცირებული. შესაბამისად, სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან ურთიერთობა, როგორც აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში იყო ნათქვამი, ქართული აეროპორტების სანქცირებას გამოიწვევს. ხომ არის ცნობილი გამოთქმა, რომ ყველი სათაგურშია და სათაგურში რომ ყველი დაგვიდეს ფრენების სახით, უფასო არ აღმოჩნდა, ფასიანია და ჩვენ გადავიხდით იმ ფასს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ გაფრინდებიან ევროპაში და ამერიკაში, თუ სანქციებს დაგვადებენ. ჩვენ მართალია, „ქართული ოცნების“ „დამსახურებით“ შეიძლება, გავფრინდეთ პირდაპირ რუსულ ჭაობში, მაგრამ ჩაგვეკეტება კარი ევროპისკენ,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ.

პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები შესაძლოა, 16 მაისიდან განახლდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S