Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: "დღევანდელ ვითარებასა და 2019 წელს შორის განსხვავება ისაა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე "საჩუქარს" იმ ქვეყნისგან, რომელიც სასტიკი აგრესორია"

აშშ–ის ელჩი: "დღევანდელ ვითარებასა და 2019 წელს შორის განსხვავება ისაა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე "საჩუქარს" იმ ქვეყნისგან, რომელიც სასტიკი აგრესორია"

15/05/2023 11:05:23 პოლიტიკა

აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ დღევანდელ ვითარებასა და 2019 წელს შორის განსხვავება ისაა, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა. შესაბამისად, ამერიკელი დიპლომატის თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა იყოს მისასალმებელი რუსეთის მიერ საქართველოს მოაქლაქეებითვის სავიზო აკრძალვის მოხსნა და რუსეთ– საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა.

"განსხვავება დღევანდელ ვითარებას და 2019 წელს შორის არის ის, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ყირიმის შემდეგ კრემლი უფრო შორს წავიდა და უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, სასტიკი ომი დაიწყო. ეს არის რუსეთის უპრეცედენტო შეჭრა მეზობელ ქვეყანაში, რათა გაენადგურებინა უკრაინის სუვერენიტეტი და იდენტობა. ეს არის მთავარი, რაც 2019 წლის შემდეგ მოხდა. არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, "საჩუქარს" ქვეყნისგან, რომელიც სასტიკი აგრესორია", – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ.

პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები შესაძლოა, 16 მაისიდან განახლდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S