Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი ისლანდიაში გაემგზავრა

ირაკლი ღარიბაშვილი ისლანდიაში გაემგზავრა

15/05/2023 11:40:50 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რეიკიავიკში გაიმართება.

სამიტის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S