Accentnews.ge
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინოს

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინოს

15/05/2023 17:46:28 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინოს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, რაც ევროპული რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტია. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან, 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს, როგორც კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რაც კარგად გამოჩნდა მათთან გასაუბრების დროს, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტში. ჩვენი პოზიციით, ჩვენ არ შევზღუდავთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს, ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს ვთავაზობთ, რომ წარმოადგინონ მოკლე დასაბუთებით მათთვის მისაღები კანდიდატები ხვალინდელი დღის განმავლობაში. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, რომ ამ საკითხზე მიღწეული იყოს კონსენსუსი. თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ კიდევ უფრო ჩქარა ვიზრუნებთ, რომ კენჭისყრა მოხდეს. ყველა შემთხვევაში ამაზე ვიზრუნებთ. უმჯობესი იქნება, რომ ჩვენი პოზიციები რაღაც ნაწილში დაემთხვეს. ჩვენ ხვალ ველოდებით მათი მხრიდან კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით პოზიციას, მოკლე დასაბუთებას, რატომ არის მისაღები და რატომ დაუჭერენ მხარს კონკრეტულ ადამიანებს. არის თუ არა თანხვედრა და კონსენსუსის შანსი, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით ჩავაყენებთ საქმის კურსში“, - აღნიშნავს მდინარაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S