ვიცე-სპიკერის პოზიციაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინეს
16/05/2023 08:38:35 პოლიტიკა
პარლამენტს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ასარჩევად ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარედგინება.
ვიცე–სპიკერის თანამდებობაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.
ლევან ბეჟაშვილის აღნიშნულ პოსტზე არჩევას 76-ხმიანი მხარდაჭერა სჭირდება.
პარლამენტში ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს.


