Accentnews.ge
რუსეთის ტურების ასოციაციის ხელმძღვანელი: საქართველო - რუსეთს შორის შესაძლოა, ავტობუსის ტურებიც აღდგეს

რუსეთის ტურების ასოციაციის ხელმძღვანელი: საქართველო - რუსეთს შორის შესაძლოა, ავტობუსის ტურებიც აღდგეს

16/05/2023 09:33:58 პოლიტიკა

რუსეთის ტურების ოპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი არტურ მურადიანი არ გამორიცხავს, რომ ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოში რუსეთიდან ავტობუსების ტურები განახლდეს.

"თუ რუსეთსა და საქართველოს შორის საკმარისი რაოდენობის ავიარეისები შესრულდება, არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ტურიზმის სატრანზიტო მიმართულებები შესაბამისად განვითარდება, წელიწადში 1 მილიონი ტურისტი რეალური ციფრი იქნება. საპაკეტო წინადადებები, ქართულ კომპანიებთან საკონტრაქტო ურთიერთობების განახლება და ერთობლივი ფორმაციების შეთავაზება - ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საფუძველი გახდება, რაც ფასებს დაასტაბილურებს და რუსეთ–საქარველოლ შორის ტურისტულ ნაკადებს გაზრდის", – განაცხადა მურადიანმა.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს გასცა. მისი ცნობით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 17 მაისიდან განახლდება.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S