Accentnews.ge
ბრიტანეთის ელჩი: "გვარამიას დაპატიმრებიდან ერთი წელი გავიდა, სამართლიანი სასამართლო დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია"

ბრიტანეთის ელჩი: "გვარამიას დაპატიმრებიდან ერთი წელი გავიდა, სამართლიანი სასამართლო დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია"

16/05/2023 11:45:38 პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების ერთი წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სამართლიანი სასამართლო დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია".

"ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან 1 წელი გავიდა. მრავალფეროვანი მედიის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო, დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია", – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს

ნიკა გვარამია გასული წლის 16 მაისს დააკავეს. იგი დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი უკვე გაკეთებული ჰქონდა. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 2022 წლის 9 ივნისს მიიღეს.

სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2022 წლის 2 ნოემბერს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ნიკა გვარამიას სასჯელის ზომად საბოლოოდ 3 წელი და 6 თვე განისაზღვრა.

ევროპარლამენტის 12-მა წევრმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალების მოწოდებით მიმართა. მარტის ბოლოს გვარამიას შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არავის მიმართ არ აქვს პიროვნული წყენა, მაგრამ დასძინა, რომ არავის აქვს უფლება, პრეზიდენტს შეწყალებაზე მიუთითოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S