Accentnews.ge
პაპუაშვილი: რუსეთის მხრიდან უსამართლობები, მათ შორის ოკუპაცია უნდა დასრულდეს

პაპუაშვილი: რუსეთის მხრიდან უსამართლობები, მათ შორის ოკუპაცია უნდა დასრულდეს

16/05/2023 14:44:26 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლობები, მათ შორის ოკუპაცია უნდა დასრულდეს".

„მისასალმებელია, როდესაც საქართველოს მიმართ არსებული სანქციები მოხსნილია, ასევე სხვა უსამართლობები, რომლებიც არის საქართველოს მიმართ, მათ შორის, ოკუპაციის სახით, უნდა დასრულდეს. აქეთკენ უნდა წავიდეს, საბოლოო ჯამში, რუსეთის გადაწყვეტილებები", – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებელის" ცნობით, პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მიდგომა უცვლელია და საქართველო რუსეთისთვის სანქციის დაწესებას არ აპირებს.

„ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ საქართველო სრულად უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას და იმას, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ითქვა მკაფიოდ, რომ არც ერთი ავიაკომპანია და ბორტი, რომელიც არის სანქციების ქვეშ, საქართველოს აეროპორტში არ დაჯდება და მეორე, საქართველო არ აპირებს, დაუწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთს და არ აპირებს, დაუწესოს სანქციები საკუთარ მოქალაქეებს. ამ ორ საკითხს საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება კეთილსინდისიერად“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S