Accentnews.ge
უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას ქართულ ენაზე დაწერილი "პოსტით" ეხმიანება

უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას ქართულ ენაზე დაწერილი "პოსტით" ეხმიანება

16/05/2023 16:00:37 პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას ქართულ ენაზე დაწერილი "პოსტით" ეხმიანება.

„მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის. მაშინ, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავ დაუსჯელი რჩება. კრემლი კი ასეთი შედეგით აღფრთოვანებულია", - წერს უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 17 მაისიდან განახლდება.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S