Accentnews.ge
შოლცი: გარდამტეხი მომენტიდან რაც ვისწავლეთ, არის ის, რომ უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდნენ

შოლცი: გარდამტეხი მომენტიდან რაც ვისწავლეთ, არის ის, რომ უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდნენ

17/05/2023 08:00:17 პოლიტიკა

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, მათ შორის საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს.

"გარდამტეხი მომენტიდან რაც ვისწავლეთ, არის ის, რომ უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა და საქართველო უნდა გაწევრიანდნენ ევროკავშირში. აქ ევროპის საბჭო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, განსაკუთრებით, ვენეციის კომისიის მუშაობის გამოცდილებით", – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, შოლცმა.

მისი თქმით, ევროპის საბჭომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ევროპაში განმტკიცდეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა:

„ევროპის საბჭომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა განმტკიცდეს ევროპაში, რაც დღეს შესაძლოა, წარმოუდგენლად ჩანდეს თუ რუსეთსა და ბელარუსს შევხედავთ. თუმცა, ერთ დღეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება და რაც დანამდვილებით შეგვიძლია ითქვას, ეს ომი არ დამთავრდება პუტინის იმპერიალიზმის გამარჯვებით, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სამართლიანი მშვიდობის მიღწევამდე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S