Accentnews.ge
რა ეღირება თბილისი–მოსკოვის მიმართულებით ერთი გზის ბილეთი

რა ეღირება თბილისი–მოსკოვის მიმართულებით ერთი გზის ბილეთი

17/05/2023 08:18:23 პოლიტიკა

კომპანია "Georgian Airways"–ის აპლიკაციაზე მოსკოვის რეისის ბილეთები უკვე იძებნება.

კომპანიის ცნობით, პირველი რეისი 20 მაისს შესრულდება და ერთი გზის ბილეთის ფასი 911 ლარი იქნება.

"Georgian Airways"–ის ინფორმაციით, მიმდინარე და შემდეგ თვეებში ერთი გზის ბილეთის ფასი 825–დან 1456 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს, ხოლო ქართულ კომპანია Georgian Airways–ზე 16 მაისს გასცა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S