Accentnews.ge
თბილისის მერია სამ მეტროს სადგურში ახალ ტურნიკეტებს დაამონტაჟებს

თბილისის მერია სამ მეტროს სადგურში ახალ ტურნიკეტებს დაამონტაჟებს

17/05/2023 08:49:38 პოლიტიკა

დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, მერია სამ მეტროს სადგურში - „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“ ახალ ტურნიკეტებს დაამონტაჟებს. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ახალი ტურნიკეტების შესყიდვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტურნიკეტები არის უფრო ვიწრო და უფრო მეტი ტურნიკეტის დადგმის შესაძლებლობას მოგვცემს აღნიშნული პროექტი, რომელიც განხორციელდება სამ მეტროსადგურში „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“. ეს არის კომპანია „ქართული მიკრო ელექტრონიკა“, რომელთანაც უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება და აღნიშნული კომპანია მოგვაწვდის შესაბამის ტურნიკეტებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მგზავრებს გადაადგილების დროს არ ჰქონდეთ შეფერხება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S