Accentnews.ge
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია

17/05/2023 09:57:36 პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმაა საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭიროა როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. სამი წევრის არჩევის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. აღნიშნულის გამო კენჭისყრის პროცესი დრობით შეჩერდა.

კენჭისყრის გაგრძელების შემდეგ ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ ვაკანტურ ადგილებზე კენჭს უყრიდნენ მხოლოდ იმ კანდიდატებს, ვისაც სხვაზე უკეთესი შედეგი ჰქონდა. განმეორებითი კენჭისყრა შემდეგ ოთხ კანდიდატს შორის ჩატარდება:

რუსუდან კვინიკაძე;

გოგა კიკილაშვილი;

ლევან ნემსაძე;

ნინო ნიშნიანიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეებს უვადოდ. საბჭო 15 წევრისგან შედგება. მათგან 9 მოსამართლეთა კონფერენციაზე არჩეული მოსამართლეა, ხუთს არამოსამართლე წევრს ირჩევს პარლამენტი, ერთს კი საქართველოს პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ თითქმის 2 წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტურია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S