Accentnews.ge
ჩეხეთის პრეზიდენტი: ვიდრე კონცენტრირებული ვართ უკრაინაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, რომლებიც რუსეთის ზეწოლას განიცდიან, მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი

ჩეხეთის პრეზიდენტი: ვიდრე კონცენტრირებული ვართ უკრაინაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, რომლებიც რუსეთის ზეწოლას განიცდიან, მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი

17/05/2023 10:06:41 პოლიტიკა

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ დასავლეთს არ უნდა დაავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან. ამის შესახებ მან რეიკიავიკის სამიტზე ისაუბრა.

მისივე თქმით, სრულ მხარდაჭერას უცხადებს კოსოვოს მისწრაფებას, გახდეს ევროსაბჭოს წევრი შეძლებისდაგვარად სწრაფად.

"გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის და მისი ხელმძღვანელებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სამართალი უნდა დადგეს ამ უაზრო ომის მსხვეპლებისთვის. ამ კუთხით, ჩეხეთი მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიებას და სპეციალური ტრიბუნალის ინიციატივას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულში პასუხისმგებელი პირების დასჯისთვის. ვიდრე ჩვენ კონცენტრირებული ვართ უკრაინაზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, ისევე როგორც სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლას და დაშინებას განიცდიან. მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მათ შორის ევროკავშირის წევრობის გზაზე. ასევე, მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კოსოვოს მისწრაფებას, გახდეს ევროსაბჭოს წევრი შეძლებისდაგვარად სწრაფად“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, პეტრ პაველმა.

რეიკიავიკის სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S