მორგოშია – რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების აღგენაზე: „ჩვენც ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის“
17/05/2023 10:37:50 პოლიტიკა
„ალტ-ინფოს“ ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაში მათი დიდ წვლილიცაა.
„ქართველი ხალხის გამარჯვებაა ცალსახად. ძალიან დიდი, კოლოსალური შემოსავალი იქნება, როგორც ტურიზმიდან, ასევე ბიზნესსექტორიდან სხვადასხვა მიმართულებებიდან და რაც მთავარია ოჯახები დაუბრუნდებიან ერთმანეთს. ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა და მათ შორის, ჩვენ ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის”, – განაცხადა მან.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს, ხოლო ქართულ კომპანია Georgian Airways–ზე 16 მაისს გასცა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.


