Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილმა და კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

17/05/2023 12:34:57 პოლიტიკა

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ხრისტოდულიდესის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი კვიპროსის პრეზიდენტს რეიკიავიკში შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამკაზე იმსჯელეს.

აღინიშნა ქვეყნების ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოს ფარგლებში.

გამოითქვა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S