Accentnews.ge
ბოკუჩავა: 5 დეპუტატიდან, ვინც „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატებს მისცა ხმა, 4 ჩვენი ფრაქციის წევრია, ეს მმართველ პარტიასთან თანამშრომლობაა

ბოკუჩავა: 5 დეპუტატიდან, ვინც „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატებს მისცა ხმა, 4 ჩვენი ფრაქციის წევრია, ეს მმართველ პარტიასთან თანამშრომლობაა

17/05/2023 13:17:27 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ 5 დეპუტატიდან, ვინც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს მისცა ხმა, 4 "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრია.

მისი თქმით, საუბარია ნიკა მაჭუტაძეზე, ნატო ჩხეიძეზე, როსტომ ჩხეიძეზე, დილარ ხაბულიანსა და ბაჩუკი ქარდავაზე. როგორც მან აღნიშნა, ხაბულიანის გარდა, ყველა მათგანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრია.

“მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს თანამშრომლობა ფრაქციის ფორმატში. ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო და როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყოვლად მიუღებელია, რომ არსებობდეს ისეთი პოზიციები, როგორიც დღეს ამ ადამიანებმა დააფიქსირეს. ეს არის თანამშრომლობა “ქართულ ოცნებასთან”. რამ გამოიწვია ეს, რა იყო ამის მიზეზი, ამაზე ალბათ, თავად ისაუბრებენ”, განუცხადა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, გარიცხავენ თუ არა ამ ადამიანებს ფრაქციიდან, მან შემდეგი განაცხადა:

“ფორმალურად რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ეს კიდევ გადაწყდება”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S