Accentnews.ge
ქარდავა – კენჭისყრაზე: “ყველაფერი გაუგებრობას მივაწეროთ”

ქარდავა – კენჭისყრაზე: “ყველაფერი გაუგებრობას მივაწეროთ”

17/05/2023 13:28:22 პოლიტიკა

“ყველაფერი გაუგებრობას მივაწეროთ”, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში დეპუტატმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოში “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატებს მისცა ხმა.

“ბაჩუკი ქარდავა” ადასტურებს, რომ რამდენიმე კანდიდატს მხარი ნამდვილად დაუჭირა და სხვებისთვისაც აპირებდა ხმის მიცემას, თუმცა ოპოზიციის პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადა და კენჭისყრის დროს პარლამენტის დარბაზი დატოვა.

ქარდავა არ აზუსტებს, რომელ კანდიდატებს მისცა ხმა, თუმცა უარყოფს, რომ მხარი დაუჭირა “კობახიძის კანდიდატებს”.

მისივე თქმით, ზოგიერთმა კოლეგა ოპოზიციონერმა “შეფასებებში იჩქარა”, რომ არ უსაუბრია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან და არ აპირებს მათთან თანამშრომლობას.

მისი თქმით, არ არსებობდა რაიმე საერთო ოპოზიციური შეთანხმება, რომელიმე კანდიდატისთვის ხმის მიცემის ან არ მიცემის თაობაზე, შესაბამისად ის მომხდარს, “გაუგებრობას” უწოდებს და ოპოზიციონერებს შორის მეტი კოორდინაციის სურვილს გამოთქვამს.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე დღეს, 17 მაისს, 3 წევრი დაამტკიცა.

ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს, თუმცა მათი ვინაობა უცნობია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 84 დეპუტატია, „ევროპელი სოციალისტები“ კი პარლამენტში 4 დეპუტატით არიან წარმოდგენილი. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა სჭირდებოდათ.

მოგვიანებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ 5 დეპუტატიდან, ვინც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს მისცა ხმა, 4 "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრია.

მისი თქმით, საუბარია ნიკა მაჭუტაძეზე, ნატო ჩხეიძეზე, როსტომ ჩხეიძეზე, დილარ ხაბულიანსა და ბაჩუკი ქარდავაზე. ხაბულიანის გარდა ყველა მათგანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S