პრეზიდენტის ადმინისტრაცია: 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე და ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია
17/05/2023 13:35:49 პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ბრიუსელში ვიზიტს გეგმავს, თუმცა საქართველოს მთავრობისგან თანხმობა ამ დრომდე არ მიუღია.
„15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა. 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.


