რინკევიჩსი: „რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან“
17/05/2023 14:20:12 პოლიტიკა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, დასავლეთი ჩვენ უმკაცრესი ფორმით გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და რომ ასეთი ქცევა ნორმა ვერ გახდება.
მისი თქმით, რუსეთი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ვალდებულებებს და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, ისევე როგორც საქართველოდან და მოლდოვიდან.
როგორც ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რეიკიავიკის სამიტზე განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს რუსეთისთვის ყოვლისმომცველი პასუხისმგებლობის დაკისრება:
„ეს გულისხმობს პასუხისმგებლობის დაკისრებას რუსეთისთვის, როგორც საერთაშორისო ნორმების დამრღვევისთვის. ეს ნიშნავს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ყველაზე სერიოზული დანაშაულებისთვის, რომელიც საერთაშორისო შეშფოთების მიზეზია“.


