Accentnews.ge
კობახიძე მადლობას უხდის ოპოზიციონერ დეპუტატებს "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატებისთვის ხმის მიცემის გამო

კობახიძე მადლობას უხდის ოპოზიციონერ დეპუტატებს "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატებისთვის ხმის მიცემის გამო

17/05/2023 14:27:13 პოლიტიკა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 არამოსამართლე წევრის არჩევას მხარი დაუჭირეს.

კობახიძის მტკიცებით, ამ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

კობახიძე ამბობს, რომ “რადიკალურმა ოპოზიციამ” კიდევ ერთხელ სცადა “ლიბერალური ფაშიზმის” მეთოდების გამოყენება და თავისუფალი მანდატის პრინციპის ხელყოფა.

“ის დეპუტატები ოპოზიციიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, არიან გარიგებული არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან. ძალიან პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს მათ იმასთან დაკავშირებით, რომ სურთ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის[…] ამ დეპუტატებს მადლობა არამხოლოდ ჩვენ, არამედ საზოგადოებამ უნდა გადაუხადოს”, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე დღეს, 17 მაისს, 3 წევრი დაამტკიცა.

ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს, თუმცა მათი ვინაობა უცნობია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 84 დეპუტატია, „ევროპელი სოციალისტები“ კი პარლამენტში 4 დეპუტატით არიან წარმოდგენილი. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა სჭირდებოდათ.

მოგვიანებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ 5 დეპუტატიდან, ვინც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს მისცა ხმა, 4 "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრია.

მისი თქმით, საუბარია ნიკა მაჭუტაძეზე, ნატო ჩხეიძეზე, როსტომ ჩხეიძეზე, დილარ ხაბულიანსა და ბაჩუკი ქარდავაზე. ხაბულიანის გარდა ყველა მათგანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრია. ქარდავამ გაუგებრობა უწოდა მომხდარს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S