Accentnews.ge
სააკაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს აკრიტიკებს

სააკაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს აკრიტიკებს

17/05/2023 15:03:26 პოლიტიკა

საქართველოს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 17 მაისს პარლამენტში გამართულ კენჭისყრაში ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატის მონაწილეობას ეხმაურება.

„ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი", - ნათქვამია „ფეისბუკზე", სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე მისი სახელით გამოქვეყნებულ პოსტში.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე დღეს, 17 მაისს, 3 წევრი დაამტკიცა.

ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს, თუმცა მათი ვინაობა უცნობია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 84 დეპუტატია, „ევროპელი სოციალისტები“ კი პარლამენტში 4 დეპუტატით არიან წარმოდგენილი. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა სჭირდებოდათ.

მოგვიანებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ 5 დეპუტატიდან, ვინც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს მისცა ხმა, 4 "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრია.

მისი თქმით, საუბარია ნიკა მაჭუტაძეზე, ნატო ჩხეიძეზე, როსტომ ჩხეიძეზე, დილარ ხაბულიანსა და ბაჩუკი ქარდავაზე. ხაბულიანის გარდა ყველა მათგანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრია. ქარდავამ გაუგებრობა უწოდა მომხდარს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S