Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: "ვიზის მიღების პროცესი გამჭვირვალეა, ყოველ წელს ათასობით ქართველი მიდის აშშ-ში"

აშშ–ის ელჩი: "ვიზის მიღების პროცესი გამჭვირვალეა, ყოველ წელს ათასობით ქართველი მიდის აშშ-ში"

18/05/2023 07:40:46 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ვიზის მიღების პროცესი გამჭვირვალეა, ყოველ წელს ათასობით ქართველი მიდის აშშ-ში.

"სამწუხაროა, რომ "იმედმა" აირჩია და კვლავ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა ამ საკითხზე. მინდა გითხრათ, რომ ყოველ წელს ათასობით ქართველი მიემგზავრება ამერიკაში. გვაქვს ამის გარდა კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები და სხვადასხვა ასეთი პროგრამები, რომელთა მეშვეობით ქართველები მიემგზავრებიან შეერთებულ შტატებში. მაგალითად, გასულ თვეს ბალეტის 30 მოცეკვავეს მიეცა ამერიკაში წასვლის საშუალება. ასევე გასულ კვირას მოცეკვავეებსა და მომღერლებს მიეცათ ვიზები, რომლებიც მიდიან აშშ–ში და ისინი კონგრესის ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ზოგჯერ ხალხი ფიქრობს, რომ განსაკუთრებული მოპყრობა უნდა იყოს მათ მიმართ და არ გაიარონ ყველა გათვალისწინებული ნაბიჯი. არსებობს გარკვეული წესები, ნაბიჯები, პროცესი ვიზის მისაღებად, ეს არის გამჭვირვალე, ინფორმაცია მოცემულია ჩვენს ვებ–საიტზე, ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება, დაჩქარდეს ვიზის გაცემა", - განაცხადა დეგნანმა.

16 მაისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, საქართველოში დატოვეს.

"ანსამბლი „მართვე“ მიდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველაფერი შეთანხმებული იყო თავიდან ბოლომდე. მათ შორის, ბილბორდები იყო ადგილზე გამოკრული, რომელ ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ გადანაწილებული. ბავშვებზეა საუბარი, 12, 11 და 14 წლის ბავშვი ამერიკაში ხომ არ დარჩება მარტო. ყველაფერი დაორგანიზებული იყო ამერიკული მოწვევით. სტანდარტულად შეავსეს ერთბაშად განაცხადები და როცა ჯგუფია მარტივად ხდება ეს ყველაფერი, ვიზები 2 კვირაში მაქსიმუმ, ერთ თვეში უნდა ჩაურტყან. ივლისში უნდა ყოფილიყო ეს გასტროლები და საბოლოო ჯამში უთხრეს, რომ ერთბაშად არ მოხდებოდა ვიზების გაცემა სათითაოდ უნდა შეეტანათ, აბსურდია და ვადები უთხრეს ნოემბრის ჩათვლით, როცა ივლისში იყო გასტროლები. 50 ბავშვი, მთელი „მართვე“ დატოვეს საქართველოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, "აშშ-ის ელჩმა უნდა იმუშაოს სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, პირდაპირ ფრენებსა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერაზე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S