კელი დეგნანი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოს მხრიდან არჩეული "დამშვიდების პოლიტიკის” სანაცვლოდ, აღადგინა ფრენები და გააუქმა სავიზო რეჟიმი
18/05/2023 08:00:04 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოს მხრიდან არჩეული "დამშვიდების პოლიტიკის” სანაცვლოდ, აღადგინა ფრენები და გააუქმა სავიზო რეჟიმი.
"ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის გამოყენებით თავდასხმის ქვეშაა. ამ პოპაგანდის მიზანი ადამიანების შიშის ქვეშ ყოფნაა. შიშის, რომლის თანახმად, თუ საქართველო საკუთარი ევროპული მომავლისკენ სწრაფვას გააგრძელებს, რუსეთი საპასუხო ზომებს მიმართავს. ჩვენ შესაძლოა, რუსეთის "დამშვიდების პოლიტიკის" სანაცვლოდ, ვხედავთ პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. კრემლის მხრიდან ვხედავთ მოხიბვლის პოლიტიკას იმისთვის, რომ დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება და შეეცადოს, ის დასავლელ პარტნიორებს ჩამოაშოროს. საქართველოს ისტორია რუსეთთან აღსავსეა დაუსრულებელი დაპირებებით და დამცირებით. ეს მოგონებები ალბათ, საკმარისია, რომ ქართველები კრემლის ამ ბოლო მცდელობის წინააღმდეგ განაწყოს", – განაცხადა, ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, ელჩმა.


