Accentnews.ge
იოზვიაკი – რუსეთ–საქართველოს შორის ფრენებზე: "ამან შესაძლოა, გააჩინოს კითხვები, სერიოზულად სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით სვლა"

იოზვიაკი – რუსეთ–საქართველოს შორის ფრენებზე: "ამან შესაძლოა, გააჩინოს კითხვები, სერიოზულად სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით სვლა"

18/05/2023 09:13:42 პოლიტიკა

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების აღდგენა "ცუდ დროს დაემთხვა".

"ბრიუსელში არ ესმით ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის სანქციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ, რუსებთან ფრენებს შეეხო. ასე, რომ ევროკავშირი ელის, რომ კანდიდატი ქვეყნები შეასრულებენ სანქციებს. საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ არ არის ვალდებული ეს შეასრულოს, ვიდრე კანდიდატი გახდება, ეს ასეცაა, თუმცა ეს ყველაფერი დაემთხვა ძალიან ცუდ დროს, როცა ევროკავშირი და ევროკავშირის დედაქალაქები აკვირდებიან საქართველოს და მის ნაბიჯებს და უყურებენ, არის თუ არა ის, მართლა დაინტერესებული ინტეგრაციით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება შეფასებაზე. შესაძლებელია ამას ჰქონდეს ცუდი შედეგი და გააჩინოს კითხვები, სერიოზულად სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით სვლა", – განაცხადა იოზვიაკმა.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს, ხოლო ქართულ კომპანია "Georgian Airways"–ზე 16 მაისს გასცა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S