Accentnews.ge
ნატო ჩხეიძე: "გარიგება დაგვბრალდა ჩვენ, „ნაცინალურმა მოძრაობამ“ კი აღშფოთებული სახე მიიღო"

ნატო ჩხეიძე: "გარიგება დაგვბრალდა ჩვენ, „ნაცინალურმა მოძრაობამ“ კი აღშფოთებული სახე მიიღო"

18/05/2023 09:46:19 პოლიტიკა

დეპუტატი ნატო ჩხეიძე განმარტავს, რატომ დაუჭირა იუსტიციის უმაღლეს საბჭში "ქართული ოცნების" კანდიდატებს მხარი.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ "ჩათში" ოპოზიციისთვის მისაღები 4 კანდიდატის გვარის გარდა, კიდევ ერთი გვარი იყო - ნინო ნიშნიანიძის, რომელიც კენჭისყრის მეორე ტურში გადავიდა".

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" გუშინ გამართულ ბრიფინგზე ეს არ უთქვამს:

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგის დროს არ ვიცი მეტი გულწრფელობის, დამაჯერებლობის თუ თვალსაჩინოებისთვის თქვეს, ჩათში ჩაწერილი მესიჯის შესახებ, რომ იყო ოთხი გვარი: სალია, საჯაია, წიქარიშვილი და მუხაშავრია და თქვეს, რომ ჩათში ჩაგდებული იყო ეს ოთხი გვარი, მათ დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში მეხუთე გვარი იყო ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ დაივიწყა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც საერთოდ დიდად პირობის შემსრულებელი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს რაღაც პირობის შესრულება და იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ერთ - ერთი არის ნიშნიანიძე. როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო მთლად დამაჯერებელი თუ გაგებული, ამიტომ იყო ოპოზიციური ჯგუფებიდან ფრაზები იმის შესახებ, რომ აქ არის გარიგება და ეს გარიგება საბოლოო ჯამში დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს, „ნაციონალური მოძრაობა“ გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო. მე ცხადია, კითხვები მექნება „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ზოგიერთ წევრთან. შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, როცა ჩათში 5 კანდიდატი იყო ჩაგდებული, რატომ თქვა, რომ 4 იყო?” - განაცხადა ჩხეიძემ.

ამავე თემაზე: სკანდალური კენჭისყრა: რა ვიცით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S