Accentnews.ge
ლორა თორნტონი: თუ საქართველოს ხელისუფლების ქცევა კრემლს ახარებს, თბილისის საგარეო პოლიტიკაში პრობლემებია

ლორა თორნტონი: თუ საქართველოს ხელისუფლების ქცევა კრემლს ახარებს, თბილისის საგარეო პოლიტიკაში პრობლემებია

18/05/2023 09:55:09 პოლიტიკა

"NDI საქართველოს" ყოფილი ხელმძღვანელი, გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ლორა თორნტონი აცხადებს, რომ "თუ ხელისუფლების ქცევა კრემლს ახარებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში პრობლემებია".

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა "მადლობას" ჰგავს.

"მადლობა რისთვის? მადლობა საქართველოს მთავრობას მისი ქცევისთვის და თუ თქვენი, როგორც ხელისუფლების ქცევა კრემლს ახარებს, თქვენს საგარეო პოლიტიკაში პრობლემებია. ეს ასევე ძალიან მკაფიო გზავნილა ევროპისა და აშშ-სადმი, რომ ინტერესი საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, ძალიან საეჭვოდ გამოიყურება. ევროპელებმა მოსკოვსა და ევროპის დედაქალაქებს შორის ფრენები გააუქმეს, ეს მათ ძირად უჯდებათ, მაგრამ ეს გააკეთეს, რადგან არიან ამ ოჯახის წევრები და უკრაინის დასაცავად საერთო ძალისხმევაში იღებენ მონაწილეობას", - განაცხადა ლორა თორნტონმა.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს, ხოლო ქართულ კომპანია "Georgian Airways"–ზე 16 მაისს გასცა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S