Accentnews.ge
აზარაშვილი: "სააკაშვილის მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს"

აზარაშვილი: "სააკაშვილის მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს"

18/05/2023 15:22:29 პოლიტიკა

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

„აცნობიერებთ თუ არა იმას, რომ თქვენი ხელისუფლების დროს შეიძლება მესამე პრეზიდენტი მოკვდეს? აცნობიერებთ თუ არა პირად პასუხისმგებლობას? რას გვთავაზობთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი გადარჩეს?“ – იკითხა ბოკუჩავამ და დასძინა, რომ სააკაშვილის გადასარჩენად ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაა.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილს „ვივამედში“ მაღალკვალიფიციური პერსონალი მკურნალობს და რომ ის სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროებას ვერ ხედავს.

„კლინიკა, სადაც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობენ, მაღალკავლიფიციურია – მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს. ასევე, არ არის კითხვა მის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით. სტრასბურგმაც განიხილა ეს საკითხი და მკაფიოდ განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არის. ყველა ის სერვისი რომელიც პაციენტს სჭირდება, „ვივამედიში„ მიეწოდება.“ – უპასუხა დეპუტატს მინისტრმა.

მინისტრი ამტკიცებს, რომ საქართველოში ყველა პატიმრის უფლებები დაცულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S