Accentnews.ge
რუსეთიდან პირველ პირდაპირ რეისს საქართველოში 70-მდე მგზავრი მოჰყავს

რუსეთიდან პირველ პირდაპირ რეისს საქართველოში 70-მდე მგზავრი მოჰყავს

19/05/2023 06:43:34 პოლიტიკა

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ შესრულებულ პირველ რეისს საქართველოში 70-მდე ადამიანი მოჰყავს.

ცნობილია, რომ მოსკოვი - თბილისის პირველ რეისით საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლები მოფრინავენ.

“ჩემი სახელით, ჩემი ორგანიზაციის სახელით და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს -ვლადიმირ პუტინს ამ ბრძანების ხელმოწერისთვის. მან დაამტკიცა და დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა. ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო ხალხის თხოვნა და კარგად ვიცით, ამ ხელმოწერის მნიშვნელობა” -განუცხადა ორგანიზაციის წარმომადგენლმა მერაბ ჭიქაშვილმა ჟურნალისტებს თბილისში გამოფრენამდე.

"РИА Новости" ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქართულ დელეგაციად მოისხენიებს. გამოცემის თანახმად, მოსკოვი - თბილისის პირველ რეისზე იმყოფებიან დიმიტრი ლორთქიფანიძე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი, მიხეილ ჟღენტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრი, თემურ ფიფია “ახალი სოციალისტური მოძრაობის” თავმჯდომარე, ვალერი კვარაცხელია საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის ხელმძღვანელი, თემურ მაისურაძე პროფესორი და ბიზნესმენი მამუკა ფიფია.

რუსული ავიაკომპანია "Azimuth Airlines“–ის თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში ერთი საათით ადრე გამოფრინდა. თბილისში მისი დაშვების სავარაუდო დროდ მითითებულია 12:22 საათი.

პარალელურად, რუსული თვითმფრინავის მიერ საქართველოში პირველი პირდაპირი რეისის შესრულების დროს აქციაა დაანონსებული.

დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მოქალაქეებს 12:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მომიტინგეები ავტოკოლონით აეროპორტისკენ გაემართებიან.

როგორც მან აღინიშნა, ყველას უნდა აჩვენონ, რომ "ქართული ოცნების" გარდა, რუსულ თვითმფრინავს საქართველოში ტაშით არავინ ხვდება.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ 15 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა რუსულ კომპანია "Azimuth Airlines“–ზე 15 მაისს, ხოლო ქართულ კომპანია "Georgian Airways"–ზე 16 მაისს გასცა. თბილისიდან მოსკოვში პირველი რეისი ხვალ შესრულდება.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S