Accentnews.ge
პრემიერი – პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე: "ეს საკითხი ამხელა ყურადღებას არ იმსახურებს, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი ეს განაცხადი"

პრემიერი – პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე: "ეს საკითხი ამხელა ყურადღებას არ იმსახურებს, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი ეს განაცხადი"

19/05/2023 07:28:31 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში ვიზიტზე განაცხადი დაუკმაყოფილდება.

"ძალიან უხერხულია საერთოდ ამ თემებზე საუბარი. ეს არის ტექნიკური საკითხები, რომელთაც ადმინისტრაციები წყვეტენ ერთმანეთთან. ამის საჯაროდ გამოტანა უადგილოა, არასერიოზულია და საერთოდ ვფიქრობ, რომ არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი ეს განაცხადი, რომელიც მან შემოიტანა. მან თქვა, რომ ჰქონდა ევროპარლამენტში დაგეგმილი გამოსვლა მანამდე, ელოდებოდნენ და არ წავიდა და შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა. ეს გახსოვთ კარგად და ჩვენ ამის თაობაზე გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გაცემული გვქონდა თანხმობა. ვფიქრობ, ეს არის რაღაც ყურადღების გადატანის მცდელობა. არაფერი არ ხდება საერთოდ და ჩვენ ვმუშაობთ", – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S