Accentnews.ge
ბექა ლილუაშვილი: ხელისუფლების პოზიცია, რომ ფრენების აღდგენა ჰუმანიტარული გადაწყვეტილებაა, ჩრდილს აყენებს იმ ადამიანების ისტორიულ წვლილს, რომლებმაც თავის სიცოცხლე ქვეყნის დამოუკიდებლობას მიუძღვნეს

ბექა ლილუაშვილი: ხელისუფლების პოზიცია, რომ ფრენების აღდგენა ჰუმანიტარული გადაწყვეტილებაა, ჩრდილს აყენებს იმ ადამიანების ისტორიულ წვლილს, რომლებმაც თავის სიცოცხლე ქვეყნის დამოუკიდებლობას მიუძღვნეს

19/05/2023 08:46:34 პოლიტიკა

ხელისუფლების პოზიცია, რომ ფრენების აღდგენა ჰუმანიტარული გადაწყვეტილებაა, ჩრდილს აყენებს იმ ადამიანების ისტორიულ წვლილს, რომლებმაც თავის სიცოცხლე მიუძღვნეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს საფრთხის შემცველია იმ ფონზე, როცა პარტნიორებთან ურთიერთობები უარესდება.

„ჩვენი ხელისუფლება ფრენების აღდგენას ურცხვად ასაღებს როგორც ქართველების დაკმაყოფილების საჭიროებას, როცა ეს საჭიროება გუშინ არ დამდგარა, იდგა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. ამიტომ ეს ვერ იქნება განხილული ცალკე აღებულ მოვლენად, როგორც პუტინის ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე. ეს არის აბსურდი იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ რომ აშშ-სთან გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს გაჩანაგების ნაცვლად, რასაც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად აკეთებს; რომ გვქონდეს კანდიდატის სტატუსი და უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად განიხილებოდეს საქართველო როგორც სწრაფი, დაჩქარებული გაწევრიანების პროცესის მონაწილე, ამ მოცემულობაში მისასალმებელი იქნებოდა რუსეთის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილება, მაგრამ ეს არ გაკეთდება, რადგან რუსეთის მთავარი მიზანია, ხელი შეუშალოს სტატუსის მიღებას და ევროინტეგრაციას“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S