Accentnews.ge
გავრილოვი: “ვფიქრობთ, რომ ფრენების განახლების შემდგომი ნაბიჯი რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება"

გავრილოვი: “ვფიქრობთ, რომ ფრენების განახლების შემდგომი ნაბიჯი რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება"

19/05/2023 10:28:28 პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო დეპუტატი სერგეი გავრილოვი ვარაუდობს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც აღდგება. ამის შესახებ მან "რუსკაია გაზეტასთან" საუბარში განაცხადა.

“ვფიქრობთ, რომ ფრენების განახლების შემდგომი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთსა და საქართველოში შორის, ელჩების გაცვლა”, - ამბობს გავრილოვი.

მისი შეფასებით, "ეს ორივე ქვეყნის მოქალაქეებს სრულფასოვანი საკონსულო მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს":

“ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე და დემოკრატიული პრინციპების დაცვა. ჩვენს ხალხებს შორის მჭიდრო კავშირია, გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა".

სერგეი ​გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია. 2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში იმართებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა, რომლის თავმჯდომარეც სერგეი გავრილოვი იყო. 19 ივნისს დილით მან სხდომის წაყვანის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა. სწორედ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ აკრძალა რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S